Accessibility links

logo-print

პაკისტანში დააკავეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი


პაკისტანში ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის იუსუფ რაზა გილანის ვაჟი. გამოძიების თანახმად, ალი მუსა გილანი ორ ფარმაცევტულ კომპანიას დაეხმარა, მიეღო ეფედრინის მსხვილი პარტიები. ეს ნივთიერება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნარკოტიკული საშუალების - "ექსტაზის" დასამზადებლად. ალი მუსა გილანი ბრალდებას უარყოფს. ექსპერტების აზრით, გილანის ვაჟის დაკავება უკავშირდება დაპირისპირებას პაკისტანის მმართველ პარტიასა და უზენაეს სასამართლოს შორის. ივნისის დასაწყისში უზენაესმა სასამართლომ გილანი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა იმის გამო, რომ მან უარი თქვა პრეზიდენტ ზარდარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების განახლებაზე.
XS
SM
MD
LG