Accessibility links

logo-print

მუსლიმურ ქვეყნებში გრძელდება ანტიამერიკული გამოსვლები


მუსლიმურ ქვეყნებში აშშ-ის დიპლომატიური მისიები დღესაც მოელიან საპროტესტო აქციებს, გამოწვეულს ამერიკაში კერძო პირის მიერ შექმნილი ფილმით, რომელიც, მუსლიმების რწმენით, შეურაცხყოფს წინასწარმეტყველ მუჰამედს. მეჩეთებში პარასკევის ლოცვის შემდგომ პერიოდში ხშირად იმართება მასშტაბური დემონსტრაციები. 11 სექტემბრის შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა ლიბიაში, ეგვიპტეში, იემენში და ბევრ სხვა მუსლიმურ ქვეყანაში. ლიბიის ქალაქ ბენღაზიში 11 სექტემბერს მოეწყო თავდასხმა აშშ-ის საკონსულოზე, სადაც ოთხი ამერიკელი დიპლომატი მოკლეს, მათ შორის ლიბიაში აშშ-ის ელჩი, კრისტოფერ სტივენსი.13 სექტემბერს კი ოთხი იემენელი დაიღუპა დედაქალაქ სანაში საპროტესტო აქციის დროს.
XS
SM
MD
LG