Accessibility links

ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები დააკვირდებიან საქართველოში არჩევნებისათვის მზადებას


ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირაში ჩავლენ საქართველოში 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის მზადების სამეთვალყურეოდ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას ვიზიტში, რომლის მიზანიცაა არჩევნებში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა“. ვიზიტი ორშაბათს იწყება.
XS
SM
MD
LG