Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა ერთი წლით გაუგრძელა მანდატი სადამკვირვებლო მისიას საქართველოში


ევროკავშირმა მის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მანდატი კიდევ ერთი წლით, 2013 წლის 14 სექტემბრამდე გაუგრძელა. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა. მისივე შეფასებით, მანდატის კიდევ ერთი წლით გაგრძელება მისიას საშუალებას მისცემს იმუშაოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით. ევროკავშირმა კვლავ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებებით გათვალიწინებული ვალდებულებები. ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი ჯგუფის მუშაობის გაგრძელებას გალში, სადაც მხარეები მარტის შემდეგ აღარ შეკრებილან. გალის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი თქვა აფხაზურმა მხარემ, რომელმაც მისდამი უპატივცემულობაში დაადანაშაულა და არასასურველ პირად გამოაცხადა ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი.
XS
SM
MD
LG