Accessibility links

სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს სტუდენტების საპროტესტო აქცია


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, სტუდენტები ერთ-ერთ აუდიტორიაში არიან შეკრებილი, ხოლო დერეფანში მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილენი მოითხოვენ, დაიშალოს რეგენტთა საბჭო, დაბრუნდნენ უნივერსიტეტში სამსახურიდან გათავისუფლებული ლექტორები, სტუდენტებს მიეცეთ საგნების არჩევის საშუალება და თანამდებობა დატოვოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ანდრო ბარნოვმა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პროტესტს განაგრძობენ. სტუდენტები უკვე შეხვდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსს, თუმცა რაიმე კონკრეტული შედეგი მიღწეული არ არის.
XS
SM
MD
LG