Accessibility links

logo-print

რუსეთში სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს გეებზე „ნეიტრალური“ ინფორმაციის გავრცელებას


რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვა არ ვრცელდება საჯარო დემონსტრაციებზე და ჰომოსექსუალთა უფლებების განხილვაზე. უზენაესი სასამართლოს ეს, 15 აგვისტოთი დათარიღებული გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა მის ვებსაიტზე. სასამართლო ძალაში ტოვებს არხანგელსკის ოლქში დაწესებულ აკრძალვას არასრულწლოვანებთან ჰომოსექსუალობის პროპაგანდაზე, მაგრამ დასძენს, რომ აკრძალვა არ ეხება არასრულწლოვანებისათვის გეებზე ზოგადი და ნეიტრალური ინფორმაციის მიწოდებას. უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც უფლებადამცველებმა გაასაჩივრეს არხანგელსკის ოლქში დაწესებული აკრძალვა არასრულწლოვანებთან ჰომოსექსუალობის პროპაგანდაზე. არხანგელსკის შემდეგ, აკრძალვა დაწესდა რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სანქტ პეტერბურგში. უზენაესი სასამართლო 3 ოქტომბერს განიხილავს სანქტ პეტერბურგში მიღებულ სადავო კანონს.
XS
SM
MD
LG