Accessibility links

logo-print

სტუდენტები უნივერსიტეტს ულტიმატუმს უყენებენ


დღეს ასამდე სტუდენტი შეიკრიბა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ. მათ უნივერსიტეტში დაგროვილი პრობლემების მიმართ პროტესტი გამოხატეს. სტუდენტები აცხადებენ, რომ გარდა პოლიტიკური ნიშნით ლექტორების გათავისუფლებისა, არის უამრავი ხარვეზი, კერძოდ სტუდენტები ვერ ახერხებენ სასურველი საგნებისა და ლექტორების არჩევას. შეკრებილები გათავისუფლებული ლექტორების დაბრუნებასა და რეგენტთა საბჭოს დაშლას ითხოვენ. სტუდენტების მცდელობას, შესულიყვნენ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, დაცვის წინააღმდეგობა და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

XS
SM
MD
LG