Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პუსი რაიოტი" დასახელდა სახაროვის პრემიის ლაურეატობის კანდიდატებს შორის


ევროპის პარლამენტმა რუსი ფემინისტების პანკჯგუფი „პუსი რაიოტი“ და ბელორუსი უფლებადამცველი ალეს ბელეცკი დაასახელა სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატობის ხუთ კანდიდატს შორის. „პუსი რაიოტის“ სამი წევრი - ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუცევიჩი - ორწლიან პატიმრობას იხდიან მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული აქციისათვის. ციხეშია ალეს ბელეცკიც - ბელორუსიაში მოქმედ უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვიასნას“ ხელმძღვანელი. ევროპის პარლამენტი ოქტომბრის ბოლოს დაასახელებს სახაროვის სახელობის პრემიის ლაურეატს, რასაც დეკემბერში მოჰყვება დაჯილდოვების ცერემონია.
XS
SM
MD
LG