Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ამერიკელი დიპლომატის ცხედარი სამშობლოში ჩაასვენეს


პარასკევს მერილენდის შტატის „ენდრიუს“ ავიაბაზებზე დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც სამშობლოში ჩაასვენა ბენღაზიში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლული ოთხი ამერიკელი დიპლომატის ცხედარი. სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ არ დაუშვებს ძალადობას ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ. ჰილარი კლინტონმა კი ამერიკის ოთხი მოქალაქის სიკვდილს „დაუშვებელი და უაზრო“ უწოდა. „ეგვიპტის, იემენისა და ტუნისის ხალხებს ტირანი დიქტატორების წინააღმდეგ არ უბრძოლიათ იმისათვის, რომ ისინი ბრბოს ტირანიით შეეცვალათ“, - დასძინა ჰილარი კლინტონმა.
XS
SM
MD
LG