Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ლიბანში ჩავიდა


რომის პაპი ბენედიქტე მე-16 სამდღიანი ვიზიტით ლიბანში ჩავიდა. ბეირუთში პონტიფიკი ქვეყნის პრეზიდენტ მიშელ სულეიმანსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს შეხვდება. რომის პაპის ვიზიტის პროგრამაშია ასევე ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი, მარონიტი-ქრისტიანების თემის პატრიარქის ბიშარ აპ რაისთან შეხვედრა. ბენედიქტე მე-16 თვითმფრინავშივე გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან და „არაბულ გაზაფხულს“ უწოდა „სწრაფვა თავისუფლებისაკენ“. თუმცა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად რომის პაპმა მნიშვნელოვანი უწოდა "რჯულშემწყნარებლობის პრინციპების" დაცვას.
XS
SM
MD
LG