Accessibility links

logo-print

ავღანეთში ორი ამერიკელი მოკლეს სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად


ავღანეთში ორი ამერიკელი საზღვაო ქვეითი მოკლეს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მეამბოხეების თავდასხმის შედეგად. იერიში, რომლის დროსაც, ოფიციალური ინფორმაციით, 16 თალიბიც დაიღუპა, მიმართული იყო ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე. ამ ბაზაზე იმყოფება ბრიტანეთის პრინცი ჰარიც, რომელიც ოთხი თვით არის ჩასული ავღანეთში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. ბრიტანელი ოფიციალური პირების ცნობით, ის არ დაშავებულა. როგორც იუწყებიან, მეამბოხეებმა ყუმბარები და რეაქტიული ჭურვებიც გამოიყენეს თავდასხმისას. დაზიანდა ბაზაზე განთავსებული რამდენიმე საფრენი აპარატი. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც, მისივე განცხადებით, იყო პასუხი წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხმყოფელ ამერიკულ ფილმზე.
XS
SM
MD
LG