Accessibility links

მოსკოვში დაიწყო „მილიონთა მარშად“ წოდებული საპროტესტო აქცია


მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე დაიწყო ოპოზიციის მრავალათასიანი საპროტესტო აქცია. „მილიონთა მარშად“ წოდებულ დემონსტრაციასთან დაკავშირებით, მოსკოვის ცენტრში პოზიციები დაიკავა 7000-მდე პოლიციელმა. ოპოზიციის ლიდერები მოითხოვენ სოციალურ და პოლიტიკურ რეფორმებს, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და მთავრობის ოპონენტებისათვის სახელმწიფო ტელევიზიაში თავიანთი პოზიციის გამოთქმის საშუალების მიცემას. მერიამ გასცა საპროტესტო სვლაში 25 000 ადამიანის მონაწილეობის უფლება, თუმცა ორგანიზატორები 50 000-მდე კაცს მოელიან.
XS
SM
MD
LG