Accessibility links

logo-print

სირიის საკითხში გაეროს წარმომადგენელი ამ ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სირიის საკითხში გაეროს წარმომადგენელი ლახდარ ბრაჰიმი დღეს დამასკში შეხვდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს - პირველად მას შემდეგ, რაც დაინიშნა სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის პოსტზე შეცვალა კოფი ანანი. შეხვედრაზე იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეღოს ბოლო უკვე 18-თვიან კონფლიქტს. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, პარასკევს სირიაში 160-მდე ადამიანი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG