Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ამოქმედდა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ახალი სატარიფო სისტემა


15 სექტემბრიდან თბილისში ამოქმედდა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის არსებული სისტემის ნაცვლად ახალი სატარიფო სისტემა. თბილისის მერია მას მოიხსენიებს ფასდაკლების ახალ სისტემად. ელექტრონული ბარათით "მეტრომანით" სარგებლობის შემთხვევაში ტრანსპორტში პირველი მგზავრობის საფასურის, 50 თეთრის გადახდის შემდეგ, მომდევნო საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, მომხმარებლები უფასოდ იმგზავრებენ სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას. ეს სიახლე არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს თბილისში.
XS
SM
MD
LG