Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებამ შეიწირა 14 ადამიანი


პაკისტანის პოლიციის ცნობით, გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთში მდებარე ქვემო დირის რეგიონში. ბომბი აფეთქდა სატვირთო ავტომანქანასთან, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეები მიემგზავრებოდნენ ბაზრობაზე ავღანეთის საზღვრის მახლობლად. პოლიციის მონაცემებით, დაღუპულებს შორის არის სამი ბავშვი. კორესპონდენტები იუწყებიან, რომ ქვემო დირის რეგიონის სოფლებში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს მთავრობის ჯარების ბრძოლას თალიბანის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG