Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს გაჰყავს თავისი მოქალაქეები ტუნისიდან და სუდანიდან


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება ტუნისიდან და სუდანიდან აშშ-ის წარმომადგენლობების პერსონალის დიდი ნაწილის გაყვანის შესახებ მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა ორივე ქვეყანაში მიიტანეს იერიშები აშშ-ის საელჩოებზე. ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამერიკელ მოქალაქეებს აფრთხილებენ, თავი შეიკავონ ამჟამად ტუნისში გამგზავრებისაგან. ვაშინგტონი მიუთითებს საფრთხეზეც, რომელსაც სუდანში ქმნიან ტერორისტული ჯგუფები. სამშაბათიდან მოყოლებული, მუსლიმურ ქვეყნებში რამდენჯერმე მიიტანეს იერიშები შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების საელჩოებზე ამერიკელი კერძო პირის მიერ გადაღებული, ინტერნეტით გავრცელებული ფილმის გამო, რომელიც, მუსლიმების რწმენით, შეურაცხყოფს წინასწარმეტყველ მუჰამედს.
XS
SM
MD
LG