Accessibility links

logo-print

ავღანეთში ექვსი უცხოელი ჯარისკაცი მოკლეს ავღანელმა მოკავშირეებმა


კვირას ავღანეთში ოთხი უცხოელი ჯარისკაცი მოკლა ავღანელმა პოლიციელმა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ეს იყო ავღანელი მოკავშირეების მეორე თავდასხმა უცხოელ სამხედროებზე. კვირის იცნიდენტი მოხდა სამხრეთში მდებარე ზაბულის პროვინციაში. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ავღანელმა პოლიციელმა იარაღი მიმართა ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების, ISAF-ის ჯარისკაცების წინააღმდეგ. შაბათს ასევე ავღანელმა პოლიციელმა მოკლა ორი უცხოელი ჯარისკაცი. ISAF-ის პრესმდივნის, ბრიგადის გენერალ გიუნტერ კატცის ინფორმაციით: „ავღანეთის ადგილობრივი პოლიციის წევრმა მოკლა ორი და დაჭრა ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი. ინციდენტის დროს თავდამსხმელი მოკლეს“, უთხრა ISAF-ის წარმომადგენელმა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს. წელს ავღანეთში, სულ ცოტა, 51 უცხოელი ჯარისკაცი შეიწირა მოკავშირეების - ავღანელი პოლიციელებისა და ჯარისკაცების - თავდასხმებმა.
XS
SM
MD
LG