Accessibility links

logo-print

რომის პაპი მშვიდობისა და შერიგებისაკენ მოუწოდებს ქრისტიანებსა და მუსლიმებს


რომის პაპმა, ბენედიქტე XVI-მ ღია ცის ქვეშ წირვა აღავლინა ლიბანში სამდღიანი ვიზიტისას. როგორც იუწყებიან, ბეირუთში, ზღვის პირას ჩატარებულ ღვთისმსახურებას დაესწრო ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ათიათასობით ადამიანი. პაპის ვიზიტი ემსახურება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მშვიდობისა და შერიგებისაკენ მოწოდებას. ვიზიტი მიმდინარეობს რეგიონში სხვადასხვა კონფესიის მიმდევართა შორის დაპირისპირებისა და სირიაში 18 თვის წინ დაწყებული სისხლისმღვრელი კონფლიქტის ფონზე.
XS
SM
MD
LG