Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა დაასრულა ლიბანში ვიზიტი


რომის პაპმა, ბენედიქტე XVI-მ ღია ცის ქვეშ წირვა აღავლინა ლიბანში სამდღიანი ვიზიტისას. როგორც იუწყებიან, ბეირუთში, ზღვის პირას ჩატარებულ ღვთისმსახურებას დაესწრო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნიდან ჩასული ათიათასობით ადამიანი. პაპმა კვირასვე დაასრულა ლიბანში ვიზიტი, რომლის მსვლელობაშიც გამოვიდა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი თანაარსებობისაკენ მოწოდებებით. ვიზიტი მიმდინარეობდა რეგიონში სხვადასხვა კონფესიის მიმდევართა შორის დაპირისპირებისა და სირიაში 18 თვის წინ დაწყებული სისხლისმღვრელი კონფლიქტის ფონზე. ლიბანიდან პაპის გამგზავრების შემდეგ, ლიბანის შიიტური გასამხედროებული მოძრაობის, "ჰიზბოლას" ლიდერმა, ჰასან ნასრალამ მუსლიმებს მოუწოდა, ორშაბათს გავიდნენ საპროტესტო აქციებზე წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხმყოფელი ამერიკული ფილმის დასაგმობად. თუმცა მან მიმდევრებს მოუწოდა აგრეთვე, რომ არ მიიტანონ იერიშები საელჩოებზე.
XS
SM
MD
LG