Accessibility links

logo-print

სირიაში შეტაკებებმა, სულ ცოტა, 50 ადამიანი შეიწირა


კვირას სირიაში შეტაკებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 50 ადამიანი. ცნობების თანახმად, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა გააძლიერეს იერიშები რეგიონებზე, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის" ცნობით, ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა დამასკის მიმდებარე ტერიტორიებზე და ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში, სადაც მეორე თვეა, გრძელდება მთავრობის ჯარების ბრძოლა მეამბოხეებთან.
XS
SM
MD
LG