Accessibility links

logo-print

გურჯაანში 25 ადამიანი მოიწამლა


წუხელ ინტოქსიკაციის ნიშნებით 25 ადამიანი მოათავსეს გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში. მათ შორის რამდენიმე ბავშვია. მოწამლულები სოფელ ველისციხიდან გურჯაანის სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს. 20 პაციენტი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გაწერეს, ხოლო 5 მათგანი ამ დრომდე გურჯაანის საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუ რა გახდა 25 ადამიანის მოწამვლის მიზეზი, ბაქტეროლოგიური კვლევის შემდეგ დადგინდება. თავად პაციენტები ეჭვობენ, ისინი ყველის მიღების შემდეგ მოიწამლნენ.
XS
SM
MD
LG