Accessibility links

"იკეას" დამაარსებელმა ფირმის სადავეები ვაჟებს ჩააბარა


შვედული ავეჯის გოლიათი კომპანიის, "იკეას" დამაარსებელმა, ინგვარ კამპრადმა თავისი ფირმის სადავეები სამ ვაჟს გადააბარა. 86 წლის კამპრადი გადადა ორშაბათს, ფირმის სათავეში, დაარსებიდან, 1943 წლიდან ყოფნის შემდეგ. კამპრადის ვაჟები, პეტერი, იონასი და მათიასი "იკეას" სხვადასხვა ჰოლდინგების და სფეროების მართვას გაინაწილებენ. ინგვარ კამპრადმა "იკეა" დაარსა, როცა 17 წლისა იყო. მისი ქონება დაახლოებით 38 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
XS
SM
MD
LG