Accessibility links

ანტიამერიკული გამოსვლები მაჰმადიანურ ქვეყნებში გრძელდება


საპროტესტო გამოსვლები5 აშშ-ში კერძო პირების მიერ გადაღებული ფილმის წინააღმდეგ მაჰმადიანურ ქვეყნებში გრძელდება. ფილმში, სახელწოდებით, „მუსლიმთა უმანკოება“, წინასწარმეტყველი მუჰამედია გამასხარავებული, რამაც გამოიწვია მაჰმადიანურ სამყაროში უკმაყოფილება. პაკისტანში ერთი კაცი მოკლეს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის სროლისას. ავღანეთში, ქაბულში რამდენიმე ათეული ადამიანი გავიდა ქუჩაში და ანტიამერიკულ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ, ცეცხლი წაუკიდეს მანქანის საბურავებს და ისროდნენ ქვებს. ინდონეზიაში, ჯაკარტაში, ასეულობით ადამიანის შეტაკება მოხდა პოლიცისათან, რომელმაც წყლის ჭავლი გამოიყენა და გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. ამავე ქვეყანაში, მედანში, დემონსტრანტებმა ფეხით გათელეს ამერიკის დროშა. იემენში, აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო გამოსვლა გამართეს სტუდენტებმა, რომლებიც მოითხოვდნენ აშშ-ის ელჩის განდევნას. ლიბანში, გაერთიანება ჰიზბალას ლიდერმა, ჰასან ნასრალამ ფილმის წინააღმდეგ ერთკვირიანი პროტეტისკენ მოწოდება გამოთქვა. საპროტესტო ტალღის დაწყებიდან სხვადასხვა ინციდენტის დროს 18 ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG