Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ატომურ ობიექტები საბოტაჟის სამიზნე გახდა


ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სხდომაზე ირანის წარმომადგენელმა, ამ ქვეყნის ბირთვული უწყების ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ საბოტიორებმა ირანის ურანის გასამდიდრებელ კომპლექსს, ფორდოუში, ელექტროდენის მიწოდების სადენები გადაუჭრეს ასაფეთქებელი მოწყობილობის გზით, 17 აგვისტოს. ფერეიდურ აბასის თქმით, აფეთქება მოხდა ერთი დღით ადრე, სანამ გაეროს ინსპექტორები წინასწარ გეუფრთხილებლად ფორდოუს სადგურის შემოწმებას აპირებდნენ. მისივე თქმით, იგივე ბედი ეწია ნათანცის სადგურს. აბასის მომხდარში არავინ დაუდანაშაულებია. დასავლეთში ვარაუდობენ, რომ ირანის ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ირანი ბრალდებას უარყოფს. ხვალ, სტამბოლში ერთმანეთს შეხვდებიან ირანის წარმომადგენელი ბირთვულ მოლაპარაკებებში, საიდ ჯალილი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი.
XS
SM
MD
LG