Accessibility links

logo-print

ავღანეთის მთავრობამ დაგმო ნატოს საჰაერო თავდასხმა


ავღანეთის მთავრობამ დაგმო ორშაბათს ნატოს საჰაერო თავდასხმა, რომლის დროსაც რვა ავღანელი ქალი დაიხოცა და ათი დაშავდა. განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ხელმძღვანელობით, კაბინეტის სხდომის დროს მიიღეს, წერია, რომ კვირის თავდასხმა „გაუმართლებელია“, რომ არღვევს ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს, რომელიც გაფორმდა ვაშინგტონსა და ქაბულს შორის. ავღანეთში განთავსებულმა საერთაშორისო ჯარმა განაცხადა, რომ გააგზავნის ჯგუფს ლაღმანის პროვინციაში, რათა გამოიძიონ სამოქალაქო პირების დახოცვის ამბავი. ნატომ დაადასტურა, რომ კვირას განახორციელა საჰაერო თავდასხმა შეირაღებული პირების დიდ ჯგუფზე. ამავე განცხადებით, დაიხოცა არაერთი მეამბოხე, მაგრამ მათთან ერთად, შემთხვევით, - სამოქალაქო პირებიც. ადგილობრივმა ავღანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ნატოს თავდასხმისას შეშის შესაგროვებად გასული რვა ქალი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG