Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთმა დროებით აკრძალა ჩეხეთიდან სპირტიანი სასმელების იმპორტი


პოლონეთმა დროებით აკრძალა მაღალალკოჰოლური სპირტიანი სასმელების იმპორტი ჩეხეთის რესპუბლიკიდან, რადგან იზრდება არალეგალურად დამზადებული სპირტიანი სასმელით მოწამლული ადამიანების რაოდენობა. პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის ინსპექტორის მარეკ პოსობკიევიჩის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ერთი თვით აკრძალა სპირტიანი სასმელების შემოტანა ჩეხეთიდან, ლუდისა და ღვინის გარდა. გასულ კვირაში ჩეხეთის რესპუბლიკაში 20 ადამიანი დაიღუპა და ათობით ჰოსპიტალიზებული იქნა მას შემდეგ, რაც მიიღეს მეთანოლის ტოქსიკური ნივთიერების შემცველი ალკოჰოლი. ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ აკრძალა ისეთი სპირტიანი სასმელებით ვაჭრობა, რომელშიც 20 პროცენტს აღემატება ალკოჰოლის შემადგენლობა. პოლონეთის მედიის თანახმად, ქვეყანაში ოთხი ადამიანი დაიღუპა და როგორც ვარაუდობენ, ორი ფატალური შემთხვევა სწორედ ჩეხეთიდან იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელის მოხმარებამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG