Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებას ემსხვერპლა 12 ადამიანი


ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას ემსხვერპლა 12 ადამიანი. დაღუპულთა შორის 7 უცხოელია. თავდამსხმელი დანაღმული მანქანით მინი-ავტობუსს შეეჯახა. აფეთქებაზე პასუხისმგებლად თავი ავღანეთის ”ჰეზბ-ი-ისლამის” დაჯგუფებამ გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, ეს თავდასხმა იყო შურისძიება აშშ-ში წინასწარმეტყველ მუჰამედზე გადაღებული შეურაცხმყოფელი ფილმის გამო.
XS
SM
MD
LG