Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ხელისუფლებამ დაბლოკა "იუტუბი"


პაკისტანის ხელისუფლებამ დაბლოკა წვდომა "იუტუბზე", რადგან ამ საიტზე განთავსებულია ნაწყვეტები ანტიისლამისტური ფილმიდან ”მუსულმანთა უმანკოება”. შესაბამისი განკარგულება გუშინ საღამოს გასცა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა რაჯა ფერვეზ აშრაფმა. დოკუმენტის თანახმად, საიტი მიუწვდომელი იქნება მანამ, სანამ ინტერნეტიდან არ ამოიღებენ ფილმის ფრაგმენტებს. გუშინ პაკისტანის რამდენიმე ქალაქში გაიმართა ანტიამერიკული დემონსტრაციები. პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა ერთი დემონსტრანტი. პარასკევს მუსულმანმა ლიდერებმა მოსახლეობას მოუწოდეს, საერთო-ნაციონალური დემონსტრაციები მოაწყონ. საპროტესტო აქციები გაიმართა ავღანეთში, ლიბანსა და ინდონეზიაშიც. ფილმ ”მუსულმანთა უმანკოებით” გამოწვეულ ანტიამერიკულ აქციებს დღეს ელოდებიან ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში. ამ ქვეყნის ხელისუფლებამ აშშ-ის საელჩოს დასაცავად დამატებით ზომებს მიმართა.
XS
SM
MD
LG