Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პეკინში ჩავიდა იაპონია-ჩინეთის დავის ფონზე


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლიონ პანეტა სამშაბათს პეკინს ეწვია და დაძაბულობის განმუხტვისაკენ მოუწოდა იაპონიასა და ჩინეთს, რომლებსაც ერთმანეთში დავა აქვთ რამდენიმე კუნძულის გარშემო. პანეტა გამოვიდა მოწოდებით, მეტი კონტაქტი შედგეს მთავრობების წარმომადგენლებს შორის. მისი ვიზიტის ფონია 1931 წლის „მანჯურიის ინციდენტის“ მორიგი წლისთავის აღნიშვნა ჩინეთში - ეს ინციდენტი იაპონიის მიერ იქნა გამოყენებული ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე მანჯურიაში სამხედრო ინტერვენციისათვის. სამშაბათს ჩინეთის 100-ზე მეტ ქალაქში ჩატარდა ანტიიაპონური საპროტესტო გამოსვლები. ჩინელების პროტესტი მოჰყვა იაპონიის მთავრობის განცხადებას, რომ კუნძულების კერძო მფლობელს შეუთანხმდა მისგან ამ ტერიტორიის შეძენაზე. იაპონია ამ კუნძულებს სენკაკუს უწოდებს, ჩინეთი - დიაუს. ჩინეთში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას, მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივ ურთიერთობაზეც, სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხების ჩათვლით. პანეტა გამოვიდა უფრო მჭიდრო თანამშრომლობისაკენ მოწოდებით. „მსურს, იცოდეთ, რომ ჩვენი მიზანია, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა დაამყარონ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი ორმხრივი ურთიერთობა“, განაცხადა ჩინეთში ვიზიტისას ლიონ პანეტამ.
XS
SM
MD
LG