Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISAF-მა შეწყვიტა ავღანელ ჯარისკაცებთან ერთად ოპერაციების ჩატარება


ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ დღეს გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილება ავღანელ ჯარისკაცებთან ერთად ოპერაციებში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ არის „დროებითი“ რეაქცია „ამჟამინდელ საფრთხეზე“. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ფილიპ ჰამონდის განმარტებით, გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გაფორმებულა და „მინიმალურ გავლენას“ მოახდენს ოპერაციებზე. სამშაბათს ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა ჯეიმს ტერიმ გასცა განკარგულება ერთობლივ ოპერაციებში ISAF-ის ბატალიონზე უფრო მომცრო სამხედრო შენაერთების მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ. ბატალიონი 800 კაცს მოიცავს. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა უცხოელ სამხედროებზე ავღანელი ჯარისკაცებისა და პოლიციელების თავდასხმების გახშირებას. წელს, სულ ცოტა, 51 უცხოელი ჯარისკაცი შეიწირა მოკავშირეების მიერ გახსნილმა ცეცხლმა. ნატო აპირებს, 2014 წლის ბოლოს ჩააბაროს ავღანეთის ჯარებს უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანა.
XS
SM
MD
LG