Accessibility links

მინსკში გაათავისუფლეს ოპოზიციის აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები


მინსკში დღეს ბელორუსი და უცხოელი ჟურნალისტები დააკავეს ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლისას. მოგვიანებით ყველა გამოუშვეს. ცნობების თანახმად, დაკავებულებს შორის იყვნენ საინფორმაციო სააგენტოების „ფრანს პრესის“, „როიტერსის", გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის, ოპოზიციურ არხ "ბელსატ TV"-ის, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების კორესპონდენტები. ზოგი მათგანი ამბობს, რომ პოლიციელებმა სცემეს. ბელორუსი ოპოზიციონერების კამპანია „ილაპარაკე სიმართლის“ ახალგაზრდული ჯგუფის აქტივისტები დღეს ცდილობდნენ მინსკში პიკეტის ჩატარებას 23 სექტემბერის სპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნები, სავარაუდოდ, ვერაფერს შეცვლის ბელორუსიაში, რომელსაც მრავალი წელია, სათავეში უდგას ავტორიტარი მმართველი, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.
XS
SM
MD
LG