Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემიგრანტებმა "ქართულ ოცნებას" გადასცეს იმ პირთა სია, ვინც ვერ შეძლო არჩევნებისათვის აღრიცხვის გავლა


საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ქართველი ემიგრანტების ჯგუფმა თბილისში, კოალიცია "ქართული ოცნების" კანცელარიაში მიიტანა უცხოეთში მცხოვრები იმ თანამემამულეების სია, რომლებმაც ვერ შეძლეს არჩევნებისთვის საკონსულო აღრიცხვის გავლა. "ინტერპრესნიუსი" ერთ-ერთი ემიგრანტის, მაია კობაიძის განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ათიათასობით ადამიანია, ვინც ვერ შეძლო საკონსულო აღრიცხვის გავლა. ქართველ ემიგრანტთა დაახლოებით 100-კაციანი ჯგუფი გუშინ სარფის გავლით დაბრუნდა საქართველოში.
XS
SM
MD
LG