Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში აფეთქებებმა და ხანძარმა შეიწირა, სულ ცოტა, ორი ადამიანი


აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაიტში, სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა ამრეწველო ობიექტზე მომხდარი აფეთქებებისა და ხანძრის შედეგად. სუმგაიტი ბაქოს ჩრდილოეთით, 30-მდე კილომეტრში მდებარეობს. ერთი მუშა დაკარგულად ითვლება. ორშაბათს დილით, სულ ცოტა, ორი აფეთქება მოხდა საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებელ ობიექტზე. მაშველებმა შეძლეს, დილითვე ჩაექროთ ხანძარი. დაწყებულია გამოძიება.
XS
SM
MD
LG