Accessibility links

logo-print

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლეს


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის გადაწყვეტილებით, ამ უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ კალმახელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის რამდენიმე პირი, რომელიც შსს-სა და "მაესტროს" მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ფიგურირებს, დაკავებულია, რამდენიმეზე კი ძებნაა გამოცხადებული. დღეს საღამოს გავრცელებულ ვიდეოკადრებზე აღბეჭდილია საპყრობილეში პატიმრების გაუპატიურებისა და წამების ფაქტები.
XS
SM
MD
LG