Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: პოლიციამ ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა დააკავა


მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ძალიან გაბრაზებული და სულით ხორცამდე შოკირებულიაც იმ კადრების ხილვის შედეგად, სადაც გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული. მან თქვა: ”ყველა, ვინც ამის ორგანიზატორი და განმახორციელებელია, ყველა ვინც ეს ჩაიდინა და დაუშვა, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. პოლიციას დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე”.
XS
SM
MD
LG