Accessibility links

logo-print

გამთენიისას დააკავეს ოფიცერი, რომელმაც პატიმართა წამების კადრები გადაიღო


დათა აკობია, გლდანის #8 საპყრობილის ოფიცერი, რომელმაც პატიმართა წამების კადრები გადაიღო, გამთენიისას დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა სალომე აბულაძემ განუცხადა. "ჩვენ ახლა მოდულის შენობასთან ვიმყოფებით, თუმცა აქ გვითხრეს, რომ აკობია მათთან არ მოუყვანია. ახლა მის ძებნას ვიწყებთ. მაქვს ინფორმაცია, რომ ის ნაცემი და ნაწამებია", - აღნიშნა სალომე აბულაძემ. ადვოკატის განმარტებით, აკობია საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადახლოს საბაჟოზე დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG