Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი ვიდეოკადრებზე გამოსახული ადამიანების ვინაობას ასახელებს


საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშმა გაავრცელა საგანგებო განცხადება, სადაც იდენტიფიცირებულია მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე გამოსახული ადამიანები, რომლებიც პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში იღებდნენ მონაწილეობას. განცხადებაში ნათქვამია: ”ფიგურირებენ სასჯელაღსრულების #N8 დაწესებულების თანამშრომლები, ხელმძღვანელობა, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის N8 დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა, დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების თანამშრომელი გიორგი ავსაჯანიშვილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი კინწურაშვილი და სხვა პირები, რომელთა სახელები ფიგურირებს სახალხო დამცველის ანგარიშებშიც"
XS
SM
MD
LG