Accessibility links

logo-print

მერაბიშვილმა კადრებს ”აღმაშფოთებელი” უწოდა და ციხეებში წამების აღკვეთის პირობა დადო


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს ხაშურში, მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა გლდანის #8 საპყრობილეში პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით. პრემიერმა გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალებს "აღმაშფოთებელი" უწოდა და განმარტა, რომ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაკავებულია და ის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. მან თქვა: ”მე პირადად ვუზრუნველყობ იმას, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავი ქმედებები გამოირიცხოს. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან”.
XS
SM
MD
LG