Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: წამების საქმეზე დაკავებულია 10 საჯარო მოხელე


საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია გლდანის მე-8 საპყრობილის 10 თანამშრომელი - გაგა მკურნალიძე, დავით ხუჭუა, გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორი, ვიქტორ ყაჭეიშვილი, დირექტორის მოადგილე, ლევან ფურცხვანიძე, გლდანის ციხის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი, გიორგი კვარაცხელია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფორისის ინსპექტორი, ოლეგ ფაცაცია, მანუჩარ ლომთაძე, გელა ცომაია, ლევან ფხალაძე და ბორის ფარულავა. მეთერმეტეს, ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და ის ამჟამად ძებნილია.
XS
SM
MD
LG