Accessibility links

logo-print

რუსეთიდან გააძევეს USAID-ი „პოლიტიკური გავლენის“ მცდელობის ბრალდებით


რუსეთი აცხადებს, რომ ქვეყნიდან აძევებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ს) პოლიტიკასა და არჩევნებზე ზეგავლენის მცდელობის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს დაადანაშაულა USAID-ი მცდელობაში, „ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე, სხვადასხვა სახის არჩევნების ჩათვლით და სამოქალაქო საზოგადოებაზე - გრანტების დარიგებით“. სამინისტროს განცხადება ერთ დღეში მოჰყვა ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ მოსკოვმა გასცა განკარგულება 1 ოქტომბრამდე რუსეთში USAID-ის დახურვის შესახებ. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი მაია გრიშინა აცხადებს, რომ USAID-ის წასვლა არ შეუქმნის საფრთხეს რუსეთში არჩევნების ჩატარების ხარისხს. მაგრამ არჩევნების მეთვალყურე დამოუკიდებელი ჯგუფი „გოლოსი“, რომელიც დაფინანსებას იღებდა USAID-ისაგან, ამბობს, რომ მისი პროექტები საფრთხეშია რუსეთიდან USAID-ის გაძევების შედეგად.
XS
SM
MD
LG