Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთს ეწვია


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა ყაზახეთში, სადაც შეხვდება პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს და დაესწრება რეგიონული თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმს ჩრდილო-დასავლეთ ყაზახეთში მდებარე ქალაქ პავლოდარში. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დაგეგმილია 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულების 13 შეთანხმების გაფორმება. განიხილავენ აგრეთვე ბელორუსიასთან რუსეთისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირის საკითხებს.
XS
SM
MD
LG