Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე: უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს განაცხადა, რომ გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემაძრწუნებელი ფაქტების შემსწავლელი სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას, მომხდარი გამოიძიოს და პატიმართა უფლებები დაიცვას. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაია და სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი სოსო თოფურიძე.
XS
SM
MD
LG