Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაუგეგმავი აქციების წინააღმდეგ მოუწოდა


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაუგეგმავი აქციების წინააღმდეგ მოუწოდა და განაცხადა, რომ დიდი ემოციების გარეშე უნდა მოხერხდეს 1 ოქტომბრის არჩევნებამდე მისვლა, რათა „არჩევნების გზით გავიყვანოთ ეს ხელისუფლება“. დუშეთში მხარდამჭერებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პატიმართა წამების ფაქტებზე საქართველოს მოსახლეობას ძალიან ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ არ უნდა დაიწყოს დაუგეგმავი გამოსვლები, რასაც ხელისუფლება ასე ელოდება.
XS
SM
MD
LG