Accessibility links

logo-print

ომბუდსმენი: მსგავსი ფაქტები არ წარმოადგენს გამონაკლისს


საქართველოს სახალხო დამცველმა კვლავ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დეტალურად გამოიძიონ სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მათ შორის, ის საქმეები, რომლებიც ფიგურირებს სახალხო დამცველის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშებში და ის ფაქტები, რომელთა ამსახველი ვიდეოკადრები საზოგადოებამ გუშინ იხილა. ომბუდსმენი შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მსგავსი ფაქტები გლდანის დაწესებულებაში რეგულარულ ხასიათს ატარებს და არ წარმოადგენს გამონაკლისს სასჯელაღსრულების სისტემაში. გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ მსგავს პრობლემებთან გვაქვს საქმე ქუთაისისა და ქსნის დაწესებულებებში, რის შესახებაც სახალხო დამცველმა არაერთხელ გაავრცელა საგანგებო განცხადება.
XS
SM
MD
LG