Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა თეთრ სახლში მიიღებს ბირმის ოპოზიციის ლიდერს


ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოთხშაბათს თეთრ სახლში შეხვდება ბირმის ოპოზიციის ლიდერს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ანგ სან სუ ჩის. ეს იქნება ობამას პირველი შეხვედრა სუ ჩისთან, რომელმაც მრავალი წელი დაჰყო შინა პატიმრობაში, ბირმის მმართველი სამხედრო რეჟიმის ოპოზიციაში ყოფნის გამო. ანგ სან სუ ჩი 17 დღით ეწვია შეერთებულ შტატებს. მას ოთხშაბათს გადასცემენ კონგრესის ოქროს მედალს, რომელიც დაუსწრებლად მიენიჭა 2008 წელს, როცა ჯერ კიდევ შინა პატიმრობაში იყო. ანგ სან სუ ჩი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ბირმის წინააღმდეგ აშშ-ის დარჩენილი სანქციების შერბილებას. ობამას ადმინისტრაცია განიხილავს ასეთ ზომას ბირმაში მრავალწლიანი სამხედრო მმართველობის შემდეგ დაწყებული დემოკრატიზაციის ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG