Accessibility links

წალენჯიხის საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა პროტესტის ნიშნად ფრაქცია დატოვა


წალენჯიხის საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" პროტესტის ნიშნად ფრაქცია დატოვა , -ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჭიჭინაძის განმარტებით, 18-19 სექტემბერს მედიაში გავრცელებულმა ამაზრზენმა კადრებმა საბოლოოდ ჩამოხსნა ნიღაბი ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალასა და მის მიერ შექმნილ დამთრგუნველ სისტემას. დეპუტატის თქმით ურთიერთობა ცენტრსა და რეგიონს შორის „მკაცრად კონტროლირებად პარტიალ-კლანურ პრინციპეპზეა“ აწყობილი დაფუძნებული. „ადგილობრივი მოსახლეობის უფლება თვითმმართველობის მეშვეობით მოეწესრიგებინათ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, გადაიზარდა საბჭოთა პერიოდის დროინდელ მოსახლეობასთან ურთიერთობის მახინჯ ფორმაში, სადაც პარტიული ნომენკლატურული ჩინოვნიკი განიხილება ადგილობრივ "ღვთაებად", ხოლო მოსახლეობა მუხლმორთხმულ ბნელ ბრბოდ, რომელსაც მხოლოდ ცხოველური არსებობის უფლება აქვს",- აღნიშნა ჭიჭინაძემ.
XS
SM
MD
LG