Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი „ციხეში“ ნებაყოფლობით ჩაჯდომას აპირებს


„მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასახმარებლად, მზად ვარ ის პერიოდი, სანამ არ დასრულდება საქმის საბოოლო გარჩევა, გავატარო ციხეში პატიმრებთან ერთად", - აცხადებს გიორგი კარბელაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის მმართველი პარტიის წევრი აღშფოთებულია გლდანის ციხეში მომხდარი ფაქტით. მისი თქმით, ასე არ იქცევიან ადამიანები, ასე არ ექცევიან ადამიანებს. "სახელმწიფო, რომელიც აშენებს დემოკრატიულ, ცივილიზებულ საზოგადოებას, ვერ შეურიგდება მსგავს ველურობას. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანები უნდა მოიკვეთონ, ეს არ არის მორალური არჩევანის საკითხი, ეს ხელისუფლების ღირსების საკითხია და ამ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა იყოს კატეგორიული და მკაცრი, ახლა აუცილებელია დაისაჯოს ყველა ამ სამარცხვინო საქციელის მონაწილე“, - ნათქვამია გიორგი კარბელაშვილის განცხადებაში, რომელსაც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
XS
SM
MD
LG