Accessibility links

ჩოხატაურში “ნაციონალების” შტაბის წევრმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრმა ედიშერ სიხარულიძემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა და შტაბში მუშაობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კოალიცია “არჩევნის თავისუფლებიდან” აცნობეს. მათივე განცხადებით, სიხარულიძე აღნიშნულთან დაკავშირებით 20 სექტემებრს რეგიონული მედიის ასოციაციის ოფისში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციაზე სიხარულიძე ისაუბრებს კონკრეტულ სქემაზე, თუ როგორ იყო ჩართული სამხედრო კომისარიატი საარჩევნო საკითხებში, რა მეთოდით ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა და რა თანხებით ხდება საარჩევნო შტაბის წევრთა დაფინანსება.
XS
SM
MD
LG