Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმართა წამება პრაღაშიც გააპროტესტეს


პრაღაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა და მათმა უცხოელმა მეგობრებმა 19 სექტემბერს ჩეხეთის დედაქალაქის ცენტრში, პალაცკის მოედანზე, გამართეს საპროტეტო აქცია, რომელზეც დაგმეს პატიმართა წამება საქართველოს ციხეებში. სამართლიანობა პატიმრებს“ და „არა წამებას“, ასეთი ბანერები ეპყრათ ხელთ აქციიის მონაწილეებს. „მოვითხოვთ, გადაგდეს ბაჩო ახალია და მოხდეს დეტალური გამოძიება და პასუხი აგოს ყველა დამნაშავე პირმა,“ - უთხრა ანგლო-ამერკული უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკოლოზ ღლონტმა რადიო თავისუფლებას. აქციაში ქართველ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდა აშშ-ის ჩეპმენის უნივერისტეტის პროფესორი რობერტ ელმანი, რომელმაც მის სტუდენტებთან ერთად ინტერნეტით ნახა გავრცელებული კადრები და შემაშფოთებელი უწოდა ქართულ ციხეებში პატიმართა მდგომარეობას. „ჩემი შეშფოთება გამოწვეულია იმით, რომ არსებობს გარკვეული ხაზი, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანამ არ უნდა გადაკვეთოს. ადამიანების უფლებები ეს ერთ-ერთი ასეთი ხაზია. შესაბამისად პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ ხაზის გადაკვეთაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდა.“ პრაღაში გამართულ აქციაში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG