Accessibility links

გლდანის ციხესთან ხალხის რაოდენობა მატულობს


პატიმრების ახლობლებს, რომლებიც გლდანის ციხესთან არიან შეკრებილნი, მოსახლეობა უერთდება. ღამის 12 საათისთვის ციხესთან 200-მდე ავტომობილით ახალგაზრდები მივიდნენ. აქციის მონაწილეები პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ. პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ პატიმრების ახლობლები მე–8 საპყრობილეში მათ სანახავად მივიდნენ, თუმცა რიგების გამო ბევრი შესვლას ვერ ახერხებს. ამ დროისთვის თავის რიგს ასობით ადამიანი ელოდება.
XS
SM
MD
LG